გაკვეთილის თემა
|
მიტოზი
|
სწავლების საფეხური
|
XI კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
20 მოსწავლე
|
დრო
|
45 წუთი
|
მნიშვნელობა ,აქტუალობა
|
გაკვეთილი აქტუალურია. ბავშვები
შეძლებენ ჯგუფში მუშაობას, პრეზენტაციას.
|
მიზნები და შედეგები
|
მიზანი:ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება;
საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება.
ბიოლ.XI.5.მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა
გამრავლების
და ინდივიდური განვითარების
ფორმები.
·
იყენებს/ადგენს
სქემატურ მოდელს და მსჯელობს მიტოზის როლზე შემდგომ თაობაში კარიოტიპის
მუდმივობის შენარჩუნებაში;
შესაბამისობა ესგ-სთან.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე ამოიცნობს სურათზე
მიტოზის ფაზებს , შეუძლია გააზრება რა პროცესები მიმდინარეობს თითოეული ფაზის დროს შეუძლია გაიაზროს რომელ ორგანელას რა მნიშვნელობა აქვს მიტოზის პროცესში
|
წინასწარი ცოდნა
|
უჯრედის აგებულების ცოდნა, ორგანელების ფუნქციების ცოდნა
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
1.
მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა
2.
შეკითხვების დასმა
ა) უჯრედის რომელ ორგანოიდებს იცნობთ?
ბ) რა ფუნქციას ასრულებენ რიბოსომები?
გ) რა ფუნქციას ასრულებენ ცენტრიოლები?
დ) რომელი ორგანელისაგან წარმოიქმნება ცენტრიოლა?
ე) სად არიან მოთავსებული ქრომოსომები და როგორი შედგენილობა აქვთ მათ? 5 წთ
3.
მინი ლექცია პრეზენტაციით 10 წთ
4.
ჯგუფური მუშაობა
ა)მოსწავლეთა დაჯგუფება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ( აიღებენ ბარათს,
რომელზეც წერია ნომერი)
ბ) ჯგუფისთვის დავალების განაწილება ( ჯგუფის წარმომადგენელი აიღებს
ბარათს , რომელზეც წერია დავალება)
შეიქმნება ხუთი ოთხკაციანი ჯგუფი:
დავალებები: 1. ინტერფაზის ფაზები დათითოეულ ფაზაში მიმდინარე პროცესები
2. მიტოზის პროფაზა და მასში მიმდინარე პროცესები
3. მიტოზის მეტაფაზა და მასში მიმდინარე პროცესები.
4. ანაფაზა და მასში მიმდინარე პროცესები.
5. ტელოფაზა და მასში მიმდინარე პროცესები.
5.მოსწავლეთათვის
ჯგუფში მუშაობის წესების შეხსენება
დავალებების გადანაწილება ჯგუფის წევრებს შორის
დისციპლინის დაცვა
დროის ლიმიტის დაცვა
ჯგუფის წევრებს შორის დავალებები ასე გადანაწილდება: ერთი შექმნის სქემას(
ჩანახატი) დანარჩენები დანარჩენები ტექსტზე იმუშავებენ 10 წთ
მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფების მიერ ნამუშევრების წარმოდგენა.
პრეზენტატორი იქნება ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. ის უპასუხებს შეკითხვებს 15 წთ
პრეზენტატორები შეფასდებიან
კრიტერიუმების მიხედვით თითოეული ჯგუფის
მიერ. შევაჯამებ გაკვეთილს, შევაფასებ თითოეული ჯგუფის პასუხს და თითოეული
პრეზენტატორის გამოსვლას.
შეფასების ტიპი - განმავითარებელი. 5 წთ
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
ცარცი,ფანქარი,დაფა
|
მასწავლებლის
თვითშეფასება:
გაკვეთილი
წარიმართა გეგმის მიხედვით. მოსწავლეებმა შექმნეს ჯგუფები, ჯგუფში გაინაწილეს დავალებები,
მუშაობდნენ შეთანხმებულად. მოსწავლეებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი.
მოსწავლეთა
მუშაობას ვაკვირდებოდი, ვაკეთებდი ჩანაწერებს. პრეზენტატორებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ნამუშევრები, უპასუხეს შეკითხვებს.
პრეზენტატორები
https://docs.google.com/document/d/17tAFT3-tFD9-Caxrtbdc-FmHvmVzZOkpxLhfBnbbH8Y/pub
No comments:
Post a Comment